ირაკლი კობახიძე – ამ ეტაპზე, პარტიაში არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

13:58, 07.11.2018

ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიაში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ კითხვის პასუხად განუცხადა.

თუმცა, მისი თქმით, კადრების გადახალისება საჭიროა.

„არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება. 2020 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე გვჭირდება მომზადება, რომ სათანადო სიით წარვსდგეთ ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მის განმარტებით, მთავარია, რომ კადრები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩნენ.

„გათვალისწინებული იქნება ყველა კრიტერიუმი, მათ შორის, დამსახურება პარტიის წინაშე და დამსახურება იმ ბრძოლაში, რომელიც 2012 წელს გამოვიარეთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი