ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა მნიშვნელოვნად გაიზრდება 
ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა მნიშვნელოვნად გაიზრდება 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 191 იყო, მიმდინარე წლის 6 თვეში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1400 შეადგინა, წლის ბოლომდე ოთხი ათას კონტეინერამდე გაიზრდება.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ჩვენ 2017 წლის ოქტომბერში გავხსენით. ეს პროექტი აზიისა და ევროპის რკინიგზებს ერთმანეთთან აკავშირებს“, – განაცხადა ალიევმა.