გერმანულ-ფრანგული სამაუწყებლო კომპანიების ჟურნალისტი საქართველოს შესახებ მასალებს ამზადებს
გერმანულ-ფრანგული სამაუწყებლო კომპანიების ჟურნალისტი საქართველოს შესახებ მასალებს ამზადებს

წამყვანი გერმანული და გერმანულ-ფრანგული სამაუწყებლო კომპანიების, ARD-ისა და TV ARTE-ს ჟურნალისტი სვენ ვასქიონიგი გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს სტუმრობს.

ჟურნალისტი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც  საპატიო სტუმარი ქვეყნის  შესახებ, ვრცელ სატელევიზიო მასალებს ამზადებს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში ისინი ქართველ მწერლებს შეხვდებიან და ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეებს გადაიღებენ.

სვენ ვასქიონიგი (Sven Waskönig) პირველად თბილისს მაისში, გერმანულენოვანი მედიატურის ფარგლებში სტუმრობდა.