„ფრანს პრესი“ - ტაილანდში, მღვიმიდან ბავშვების გამოყვანას ორი-სამი დღე დასჭირდება
„ფრანს პრესი“ - ტაილანდში, მღვიმიდან ბავშვების გამოყვანას ორი-სამი დღე დასჭირდება

„ფრანს პრესის“ ცნობით, ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანას შესაძლოა, 2-3 დღე დასჭირდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, 12 ბიჭს მაშველები რიგრიგობით გამოიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ სამაშველო ოპერაცია მღვიმეში ჩარჩენილების გამოსაყვანად რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ოპერაციას ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. მასში ჩართულები არიან უცხოელი მაშველებიც.