დედოფლისწყაროში ხანძარს 72 წლის ქალი ემსხვერპლა
დედოფლისწყაროში ხანძარს 72 წლის ქალი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ხანძრის შედეგად 72 წლის ქალი დაიღუპა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა ჰერეთის ქუჩაზე მოხდა. საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლის ალი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

სახლში, რომელსაც ხანძარს გაუჩნდა 72 წლის ქალი მარტო ცხოვრობდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.