დავით ზალკალიანი - გაერო-ს ტრიბუნას საქართველოს პრობლემატიკისა და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად გამოვიყენებთ
დავით ზალკალიანი - გაერო-ს ტრიბუნას საქართველოს პრობლემატიკისა და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად გამოვიყენებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის, მამუკა ბახტაძის გამოსვლაში  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე საქართველოს განვითარების სამთავრობო ხედვაზე გამახვილდება ყურადღება.

ამასთან, მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დონის შეხვედრები, როგორც გაერო-ს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან, რა დროსაც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა იყოს გაცხადებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში იქნება ყველა ძირითადი აქცენტი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე და ნაბიჯებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ქვეყნის სტაბიულურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილების მიზნით, 24-28 სექტემბერს ეწვევა. მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. ასევე,  გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს და ორგანიზაციის წვერი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

ამასთან, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს 73-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებში.