დავით სერგეენკო - ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, ქვეყნის გაერთიანებასა და გაძლიერებას
დავით სერგეენკო - ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, ქვეყნის გაერთიანებასა და გაძლიერებას

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე მისცა.

სერგეენკომ საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის N79 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

„დღეს ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, საქართველოს გაერთიანებასა და გაძლიერებას, ხმა მივეცი იმას, რომ სიძულვილის ენა შეიცვალოს კონსტრუქციული ენით და ყველას ძალისხმევა მიმართული იყოს ქვეყნის გაძლიერებისკენ“, –  -განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.