დავით ბაქრაძემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა
დავით ბაქრაძემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ბაქრაძემ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი ევროპარლამენტარ ურმას პაეტთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან განიხილა. ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, ქართველების ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ევროპაში რეალური გახდება და ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ აღნიშნული იდეის განხორციელება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურ სტატუსს, კანონიერ მუშაობას და მეტ ხელფასს ნიშნავს.