ჩეხეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა  
ჩეხეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა  

ჩეხეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთაგან ორი ადგილზე გარდაიცვალა, ორის გადარჩენა კი, მედიკოსებმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო ვერ შეძლეს.

შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პლზენში მოხდა. ვერტმფრენი ერთ-ერთი საწარმოს შენობას დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.