ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ

17:23, 15.09.2018

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა.

 

 

 

მსგავსი