ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიისას 9 ავტომობილი დაზიანდა [ფოტო]
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიისას 9 ავტომობილი დაზიანდა [ფოტო]

სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი მოქალაქეს დაეჯახა, რის შემდეგაც აღნიშნული ავტომობილის უკან მოძრავი რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სულ დაზიანებულია 9 ავტომობილი.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მანქანებს შორის ორი სამგზავრო მიკროავტობუსია.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. მოქალაქე კი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია და შექმნილია საცობი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.