ბოლნისის რაიონში ავარიისას დაშავებული მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია

16:47, 01.08.2018

ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაშავებული ქუჩაში გამვლელმა იპოვა. 38 წლის მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტზე გამოძიებას სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი