ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში მსხვილი ბიზნესის წილი 44,3 პროცენტს შეადგენს  
ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში მსხვილი ბიზნესის წილი 44,3 პროცენტს შეადგენს  

მიმდინარე წლის წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 44,3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალო ბიზნესის წილი მთლიან ბრუნვაში 23,6 პროცენტია ხოლო მცირე ბიზნესის – 32,1 პროცენტი.

რაც შეეხება საანგარიშო პერიოდში პროდუქციის გამოშვებას, მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 39,3 პროცენტი, საშუალოზე – 25,9 პროცენტი, მცირე ბიზნესზე – 34,8 პროცენტი.

საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,3 პროცენტით გაიზარდა და 21,8 მილიარდი ლარი შეადგინა. ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვება კი, 10,7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 5,6 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.