ბელფასტში, მაღაზია Primark-ში ხანძარია [ფოტო, ვიდეო]

15:17, 28.08.2018

ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში მდებარე მაღაზია Primark-ში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

BBC-ის ცნობით, ცეცხლი ხუთსართულიანი შენობის ბოლო სართულზე გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო ეკიპაჟი. შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს შენობის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

https://twitter.com/Niall_journo/status/1034390874338283520

მსგავსი