აბაშელი ფერმერები ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპით კმაყოფილები არიან
აბაშელი ფერმერები ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპით კმაყოფილები არიან

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და აბაშის მერი ლევან მაკალათია იმ ფერმერებს შეხვდნენ, რომლებსაც სამეგრელოში, ე.წ. ანჯელის მასივებში სიმინდისა და სოიოს ყველაზე დიდი პლანტაციები აქვთ.

ფერმერებმა აღნიშნეს, რომ მავნებლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებების პირველი ეტაპით კმაყოფილები არიან, თუმცა, ძალზე მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, როდესაც სიმინდს უკვე ტარო აქვს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა განაცხადა, რომ ღონისძიებების მეორე ეტაპი საყანე ფართობებში დროულად ჩატარდება და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.

ზურაბ ჩეკურაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მეტი ჩართულობისა და კოორდინაციისკენ როგორც მის უწყებასთან, ისე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.