65 რუს ბიატლონისტს აკრძალული პრეპარატების მოხმარებას ედავებიან
65 რუს ბიატლონისტს აკრძალული პრეპარატების მოხმარებას ედავებიან

ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირს ეჭვი აქვს 65 რუს ბიატლონისტზე, რომ ისინი აკრძალულ პრეპარატებს იყენებენ. ამის შესახებ „ტვიტერზე“ Inside The Games-ის ჟურნალისტი ნიკ ბატლერი წერს.

„მითხრეს, რომ არსებობს სოლიდური მტკიცებულება 65 რუსი ბიატლონისტის წინააღმდეგ. საერთაშორისო კავშირი – ზამთრის სპორტის სახეობების ერთადერთი საერთაშორისო ფედერაციაა, რომელიც აწარმოებს გამოძიებას მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ბაზაზე. გაუგებარია, სხვა ფედერაციები რატომ არ იქცევიან ასე! ციგურები, თხილამურები, ბობსლეი, ქერლინგი“? – წერს ბატლერი.

ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირმა ოთხი რუსი ბიატლონისტის წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ანტისადოპინგო წესების დარღვევაში, საქმე აღძრა. აღნიშნულ ოთხ სპორტსმენს შორის ოლიმპიური ჩემპიონები – ევგენი უსტიუგოვი და სვეტლანა სლეპცოვა არიან.