ქუთაისში საცხოვრებელ სახლში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ქუთაისში საცხოვრებელ სახლში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ პირველ არხს ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმმა, მალხაზ ასათიანმა განუცხადა.

75 წლის ასაკის მამაკაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, ქუთაისში დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.

ექიმის თქმით, მას დამწვრობა ზედა კიდურებსა და სახის არეში აქვს.

„პაციენტს შესაბამისი კვლევები უტარდება სასუნთქი გზების მდგომარეობის დასადგენად. თუ სასუნთქი გზებიც დაზიანებულია, შესაძლოა, ის თბილისში გადავიყვანოთ“, – განაცხადა  მალხაზ ასათიანმა.

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება დღეს მოხდა, რომლის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის დაგროვება გახდა.