ჩინეთში, ინდუსტრიულ პარკში აფეთქების შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა
ჩინეთში, ინდუსტრიულ პარკში აფეთქების შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში, ინდუსტრიულ პარკში მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.

ინფორმაციას  ადგილობრივი სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს.

აფეთქება ქალაქ იბინის ინდუსტრიულ ზონაში, საღამოს მოხდა. ხანძარი უკვე ჩააქრეს და მიმდინარეობს აფეთქების მიზეზების გამოძიება.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ აფეთქება ქიმიურ ქარხანაში მოხდა.

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ ტიანცზინში, 2015 წელს ქიმიურ საწყობზე მომხდარ აფეთქებას 165 ადამიანი ემსხვერპლა.