ლიზი კილაძე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორია
ლიზი კილაძე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე ლიზი კილაძემ ფინალში გამოსვლა 214.3 ქულით დაამთავრა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ევროპის ჩემპიონის ტიტული თურქ სევაი იაიდა ტარჰანი გახდა, მისი შედეგი 237.1 ქულაა. ვერცხლის მედალი 235.6 ქულითრუსმა ნადეჟდა კოლოდამ მოიპოვა, ის გუშინ შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.