ლიზა იასკო - საქართველოს დროშის გვერდით ვცხოვრობ ამდენი ხანია, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი, სისხლით დაფარული, ეს ადრე არ შემიმჩნევია
ლიზა იასკო - საქართველოს დროშის გვერდით ვცხოვრობ ამდენი ხანია, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი, სისხლით დაფარული, ეს ადრე არ შემიმჩნევია

საქართველო, შენ წამართვი ახლობელი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ამ დროშის გვერდით ვცხოვრობ ამდენი ხანია, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი, სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია. საქართველო, შენ წამართვი ახლობელი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო. დასცინი და ანადგურებ. ახლა საბოლოოდ და შეუქცევადად ანადგურებ? მას სხვა რეალობა აქვს. სუსტადაა. ეს არ არის შენთვის საკმარისი?“, – წერს ლიზა იასკო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.