ლიზა იასკო - ბევრს ვყოყმანობ და არ მინდა საქართველოზე საუბარი ჩემი პირადი ცხოვრების გამო, თუმცა მადარდებს დემოკრატია და ადამიანის უფლებები
ლიზა იასკო - ბევრს ვყოყმანობ და არ მინდა საქართველოზე საუბარი ჩემი პირადი ცხოვრების გამო, თუმცა მადარდებს დემოკრატია და ადამიანის უფლებები

ბევრს ვყოყმანობ და არ მინდა, საქართველოზე საუბარი ჩემი პირადი ცხოვრების გამო, თუმცა მინდა, ვაღიარო, რომ მე მადარდებს დემოკრატია და ადამიანის უფლებები, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატებზე უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ განაცხადა.

„უნდა ვისუაბრო დღეს საქართველოზე, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს ჩემთვის. მე არ მინდა დავიცვა ვინმე პოლიტიკურად, თუმცა მინდა, ვისაუბრო, როგორც ადამიანმა, რომელიც როგორც ახალგაზრდა უკრაინელი, იყო მოწმე საქართველოს ძალიან ლამაზი ევროპული მოგზაურობის, რომლითაც დიდი ხნის განმავლობაში აღტაცებულები იყვნენ უკრაინაში. თუმცა თუ შევხედავთ, რა დარჩა საქართველოში ამ ლამაზი ევროპული მისწრაფებისგან ახლა – თითქმის არაფერი. და ეს ძალიან მტკივნეულია და ჩვენ უნდა ვეძიოთ პასუხები, თუ რატომ მოხდა ეს საქართველოს მომავლისთვის. მჯერა, რომ ერთ-ერთი პასუხია, რომ ვიღაც არ აქცევდა ყურადღებას გრძელვადიან, ძლიერ ინსტიტუტებს საქართველოში. და მეორე პასუხი რუსეთია, რომელიც იყენებდა საქართველოს, როგორც პირველ პლატფორმას საზოგადოების გასახლეჩად და ევროპისამდი სიყვარულის ერთმანეთში სიძულვილით, პოლარიზაციით ჩასანაცვლებლად. ეს ძალიან საშიშია და ეს არის ის, რაც მე პირადად ვიცი.

მე ეს გავიარე, ვიგრძენი და არ ვისურვებდი, რომ ვინმემ ჩვენს საზოგადოებებში იხილოს, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთის სიძულვილი. საქმე ეხება არა პოლიტიკურ მისწრაფებებს, არამედ მომავალს. მინდა, დავასრულო და ქართველებს ვუსურვო, იპოვონ ძალა ერთიანობისთვის, დაივიწყონ, დატოვონ წარსული წარსულში და იფიქრონ მომავალზე“,- განაცხადა იასკომ

​შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რადას დეპუტატ, ლიზა იაკსოსთან პირადი ურთიერთობის შესახებ 2021 წელს განაცხადა. ამასთან, უკრაინული გამოცემამ 2023 წელს დაწერა, რომ ლიზა იასკოს ინფორმაციით, მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია.