ლიზა იასკო - არ ვიცით მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა, დიდი ხანია, ველოდები ინფორმაციას, მექნება თუ არა ციხეში შესვლის ნებართვა
ლიზა იასკო - არ ვიცით მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა, დიდი ხანია, ველოდები ინფორმაციას, მექნება თუ არა ციხეში შესვლის ნებართვა

არ ვიცით მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა, რუსთავის ციხეში შესვლაზე ამდენი პრობლემა არ ყოფილა. ახლა მის პირად ექიმსაც კი, არ აქვს ნებართვა. ვერ დაველოდებით საათები და დღეები, რადგან სიცოცხლე საფრთხეშია, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე ელოდება მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ნებართვას.

„ამ მომენტისთვის ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იუსტიციის სამინისტროსგან მივიღებთ ნებართვას. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პირად ექიმს და განსაკუთრებით თუ მანამდე ჰქონდა ნებართვა, საჭიროა, ჰქონდეს ნებართვა, რომ პაციენტი მოინახულოს ნებისმიერ დროს. ჩვენ არ ვიცით მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. უკრაინის სახალხო დამცველი ინფორმირებულია, ის თვალს ადევნებს ვითარებას და განცხადებაც გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვაშფოთებს გუშინ მომხდარი ფაქტი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. განცხადებაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის სპეციალური აღჭურვილობის კერძო კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე, რაც საჭიროა მისი სიცოცხლის დასაცავად. დღეს დიდი ხანია, ველოდები ინფორმაციას, მექნება თუ არა ციხეში შესვლის ნებართვა. უკრაინის ხელისუფლება მუშაობს ამ ნებართვის მისაღებად, მაგრამ პასუხი არის, რომ პროცესი მიმდინარეობს და დოკუმენტები მზად არ არის. ვიმედოვნებ, ნებართვას მივიღებ, შეიძლება, დღეს და ხვალ არა. რუსთავის ციხეში შესვლაზე ამდენი პრობლემა არ ყოფილა. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მის პირად ექიმსაც კი არ აქვს ნებართვა. ჩვენ ვერ დაველოდებით საათები და დღეები, რადგან სიცოცხლე საფრთხეშია“, – განაცხადა ლიზა იასკომ.