ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის რანგში ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა
ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის რანგში ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა

ლიზ ტრასმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რანგში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეები საკუთარ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, ლიზ ტრასმა და ემანუელ მაკრონმა განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხები, ასევე იმ შედეგებზე რეაგირება, რაც გამოიწვია კონფლიქტმა სურსათის უსაფრთხოების და ენერგიის ფასების ზრდის მიმართულებით.