ლიზ ტრასის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინა დატოვა
ლიზ ტრასის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინა დატოვა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინა დატოვა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გართულების გამო, უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ქვეყანა დატოვა.

ტრასის ინფორმაციით, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ელჩი, მელინდა სიმონსი საელჩოს დარჩენილ პერსონალთან ერთად დედაქალაქ კიევიდან უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლვოვში გადავიდნენ.

ლიზ ტრასის თქმით, ამჟამად მთელი უკრაინის მასშტაბით დიდი ბრიტანეთის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა დახურულია.