ლიზ ტრასი - უკრაინის მხარდაჭერა ტანკებითა და თვითმფრინავებით აბსოლუტურად კანონიერია, უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში
ლიზ ტრასი - უკრაინის მხარდაჭერა ტანკებითა და თვითმფრინავებით აბსოლუტურად კანონიერია, უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ტანკებითა და თვითმფრინავებით აბსოლუტურად კანონიერია. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თუ მოიგებს ომს უკრაინაში, ჩვენ ვეღარასდროს ვერ ვიგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ტანკებითა და თვითმფრინავებით აბსოლუტურად კანონიერია და ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩეხეთის რესპუბლიკის სამუშაოს, რომელიც მან უკრაინაში ტანკების გაგზავნით გაწია”, – განაცხადა ტრასმა.

ლიზ ტრასის თქმით, ვლადიმერ პუტინი ომს აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ საზოგადოების საფუძვლების – თავისუფლების, სუვერენიტეტის და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ.

„ცივი ომის დასრულების შემდეგ გვეგონა, რომ ეს გვერდი გადავფურცლეთ, მაგრამ ახლა ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს ევროპაში საშინელი ომის დანაშაულების ჩადენა, რომლებსაც ოდესღაც ვიმედოვნებდით, რომ ისტორიაში დარჩებოდა. დამშვიდება არ შეიძლება იყოს პასუხი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ დიდ ბრძოლაში თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ტრასმა.