ლიზ ტრასი - ფინეთსა და შვედეთში ნატო-ს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით პუტინის მუქარა არის რიტორიკა, რომელიც იგნორირებული უნდა იყოს
ლიზ ტრასი - ფინეთსა და შვედეთში ნატო-ს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით პუტინის მუქარა არის რიტორიკა, რომელიც იგნორირებული უნდა იყოს

პუტინის მუქარა ფინეთში და შვედეთში ნატო-ს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რიტორიკაა და იგნორირებული უნდა იყოს, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

ტრასის თქმით, ნატო აღნიშნულ ქვეყნებში სამხედრო ინფრასტრუქტურას მოაწყობს, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ თუ ეს მოხდება, რუსეთი „მსგავსად“ უპასუხებს.

„ჩვენ უნდა უგულებელვყოთ რიტორიკა და ამის ნაცვლად, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იმ იარაღით, რომელიც მას სჭირდება ამ ომის მოსაგებად. დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ დამატებითი მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარება უკრაინაში, რათა დავეხმაროთ მათი ტერიტორიიდან რუსეთის განდევნაში და ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ მიმართულებით. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნება, ვლადიმერ პუტინის რიტორიკის იგნორირებას ახდენს. პუტინი საშინელი დიქტატორია, რომელიც აწარმოებს ომს, რომელიც არც კანონიერი იყო და არც გამართლებული. მან გასცა უკრაინაში ყველაზე შემზარავი დანაშაულების ჩადენის ბრძანება“ – თქვა ლიზ ტრასმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა: „შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები არ გვაქვს, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, სარკისებურად ვუპასუხოთ“.