ლივერპულს კლოპთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს

10:48, 03.06.2019

„ლივერპულს“ კლუბის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან კონტრაქტის გაგრძელება სურს, – აცხადებენ ბრიტანულ პრესაში. როგორც „გარდიანი“ იტყობინება, გერმანელი სპეციალისტის კონტრაქტს ვადა 2022 წელს გასდის, მისი ანაზღაურება კი წელიწადში შვიდი მილიონი ფუნტია.

კომპანია „ფენვეი სპორტს გრუპი“ (Fenway Sports Group), რომელიც „ლივერპულის“ მფლობელია, მზადაა მისთვის ახალი, უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულების გასაფორმებლად. ის ასევე გაზრდილ ხელფასს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თვითონ კლოპი უარყოფდა გავრცელებულ ხმებს მისი კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. წითლების ხელმძღვანელობას და კლუბის ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ კლოპთან კონტრაქტის გაგრძელება პირდაპირ კავშირში იქნება გუნდის ისტორიაში ახალი, ბრწყინვალე ეპოქის დაწყებასთან.

„ლივერპულმა“ 2018/2019 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი