„ლივერპულს“ ისევ სალაჰმა მოაგებინა
„ლივერპულს“ ისევ სალაჰმა მოაგებინა

ინგლისის პრემიერლიგაში 32-ე ტური დაიწყო. პირველ მატჩში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი „ლივერპული“ სტუმრად „კრისტალ პალასს“ ეთამაშებოდა და მე-19 მატჩი მოიგო, რითაც დროებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მერსისაიდელები მდევრის როლში იყვნენ – მე-13 წუთზე პენალტით „კრისტალ პალასი“ ლუკა მილივოევიჩმა დააწინაურა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს, მეორეში კი „ლივერპულმა“ ორი უპასუხო გოლი გაიტანა.

სადიო მანემ 49-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ეს სენეგალელის 43-ე გოლი იყო პრემიერლიგაში, რითაც ის თავის თანამემამულე დემბა ბას გაუთანაბრდა.

გამარჯვება კი „ლივერპულს“ მოჰამედ სალაჰმა მოუტანა 84-ე წუთზე. ეს ეგვიპტელის 29-ე გოლია ჩემპიონატში. ის ლიდერობს ინგლისის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას და „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლას.

დატოვე კომენტარი