„ლივერპულმა“ ზედიზედ მეცხრამეტედ არ წააგო და მეორე ადგილზე გადავიდა
„ლივერპულმა“ ზედიზედ მეცხრამეტედ არ წააგო და მეორე ადგილზე გადავიდა

“ლივერპულმა” პრემიერლიგის 29-ე ტურში საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა “ნიუკასლი” და 19 მატჩამდე გაზარდა თავისი წაუგებელი სერია. გოლები პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში მოჰამედ სალაჰმა და სადიო მანემ გაიტანეს. სალაჰისთვის ეს 24-ე გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატში და ის გაუთანაბრდა საუკეთესო ბომბარდირს, “ტოტენჰემის” ფორვარდ ჰარი კეინს.

“ლივერპულს” 2017 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია პრემიერლიგაში და ამის წყალობით, მეორე ადგილზე გადავიდა 60 ქულით. მას ერთი ქულით ჩამორჩება “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელსაც ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.