„ლივერპულმა“ სეზონში მეორე მატჩი წააგო - პრემიერლიგის პოტენციური ლიდერი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა (ვიდეო)
ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა „ლივერპულმა“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო. ეს მოხდა მე-17 ტურში სტუმრად „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ. ერთადერთი გოლი მეორე წუთზე გავიდა, როცა დენი ინგსმა მასპინძლების კაპიტნის ჯეიმს უორდ-პრაუსის პასის შემდეგ გახსნა ანგარიში.
აღსანიშნავია, რომ „ლივერპულმა“ მატჩში პირველი ზუსტი დარტყმა 75-ე წუთზე შეასრულა, რაც 2015 წლის დეკემბრის შემდეგ არ მომხდარა.
„ლივერპული“ ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს – პირველად 2018 წლის მაისის შემდეგ. ამ სერიისას, ჩემპიონმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.
33-33 ქულით პრემიერლიგას „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლიდერობენ, თუმცა პოტენციური ლიდერი მანჩესტერული კლუბია, რადგან მას ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.