„ლივერპულმა“ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო #1TVSPORT
„ლივერპულმა“ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო #1TVSPORT

„ლივერპული“ გახდა მორიგი კლუბი, რომელიც „ნაპოლის“ ფორვარდით, ვიქტორ ოსიმენით ინტერესდება.

როგორც გაზეთი La Gazzetta dello Sport-ი წერს, „ლივერპულის“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ აგენტ რობერტო კალენდას, რომელიც ნიგერიელი ფორვარდის ინტერესებს წარმოადგენს, რათა დაიწყონ მოლაპარაკებები ფეხბურთელის სავარაუდო გადასვლაზე. „ლივერპულმა“ იცის, რომ „ნაპოლი“ ოსიმენის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს ითხოვს.

ასევე, ფორვარდის მიმართ დაინტერესებას იჩენენ „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

„ნაპოლი“ ელოდება შესაფერის წინადადებას და ასევე, მოლაპარაკებებს აწარმოებს მოთამაშის აგენტთან ახალ მრავალწლიან კონტრაქტზე.

დასრულებულ სეზონში 24 წლის ოსიმენმა 39 მატჩში 31 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.