„ლივერპულმა" ლებრონ ჯეიმსს 25 მილიონი მოუტანა
„ლივერპულმა" ლებრონ ჯეიმსს 25 მილიონი მოუტანა

„კლივლენდ კავალიერზის” ლიდერს ლებრონ ჯეიმსს წარმატებული ინვესტიცია გამოუვიდა ინგლისურ საფეხბურთო კლუბ “ლივერპულში”.

გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებების საშუალებით NBA-ის სუპერვარსკვლავმა თითქმის 25 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ლებრონმა “ლივერპულის” აქციათა ორი პროცენტი 2011 წლის აპრილში შეიძინა. ამაში მან 6.5 მილიონი დოლარი გადაიხადა, თუმცა, ბოლო წლებში, გუნდის კარგმა თამაშმა, მათ შორის, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლამ ეს ინვესტიცია პრაქტიკულად ხუთჯერ გაზარდა.

„ლივერპულის” საბაზრო ღირებულების გაზრდასთან ერთად, „კლივლენდის” ფორვარდის წილი გაიზარდა, ასე რომ ლებრონის ორპროცენტიანმა წილმა 32 მილიონ დოლარს მიაღწია.