„ლივერპულმა“ „ლაიპციგს“ 5:0 მოუგო, ნუნიესმა პოკერი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპულმა“ წინასასეზონო მზადებისას მესამე საწვრთნელი შეხვედრა გამართა – სტუმრად „ლაიპციგის“ წინააღმდეგ და 5:0 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი ინგლისელებმა მოჰამედ სალაჰის გოლით 1:0 მოიგეს. მეორე ტაიმში „ლივერპულმა“ კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და ოთხივე გუნდის ახალწვეულის დარვინ ნუნიესის ანგარიშზეა. ურუგვაელმა ჯერ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის, ჰარვი ელიოტისა და ფაბიო კარვალიოს პასები გამოიყენა.
წინა ორ საწვრთნელ მატჩში „ლივერპულმა“ ჯერ 0:4 წააგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და შემდეგ 2:0 მოუგო „კრისტალ პალასს“.