ინგლისის ახალ საფეხბურთო სეზონში პირველი ტიტული გათამაშდა – ინგლისის სუპერთასის ფინალში, რომელსაც ლესტერის „კინგ პაუერის“ სტადიონმა უმასპინძლა, „ლივერპულმა“ 3:1 დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“.
21-ე წუთზე ანგარიში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გახსნა მოჰამედ სალაჰის პასით. ინგლისის ჩემპიონმა ხულიან ალვარესის გოლით 70-ე წუთზე გაათანაბრა. 83-ე წუთზე სალაჰმა პენალტით ისევ წინ გაიყვანა „ლივერპული“. კომპენსირებულ დროში კი მერსისაიდული კლუბის ახალბედამ, დარვინ ნუნიესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
ნუნიესსა და „სიტის“ ფორვარდს, ერლინგ ჰალანდს ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჰქონდათ.
„ლივერპული“ მეთექვსმეტედ გახდა ინგლისის სუპერთასის მფლობელი და პირველად 2006 წლის შემდეგ.
ლივერპული-მანჩესტერ სიტი 3:1
გოლი: 1:0 ალექსანდერ-არნოლდი (21), 1:1 ალვარესი (70), 2:1 სალაჰი (83-პენ), 3:1 ნუნიესი (90)
ლივერპული: ადრიანი, ალექსანდერ-არნოლდი (74. მილნერი), მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი (73. ელიოტი), ტიაგო ალკანტარა (85. კეიტა), ფაბინიო, რობერტო ფირმინო (59. ნუნიესი), სალაჰი (90/ ჯონსი), დიასი (90. ფაბიო კარვალიო).
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, აკე, რუბენ დიაში, ჟოაო კანსელო, დე ბრუინი (73. გიუნდოგანი), ბერნარდო სილვა, როდრი, გრილიში (58. ფოდენი), მაჰრეზი (58. ალვარესი), ჰალანდი.