„ლივერპულის“ ვეტერანი დენი მერფი – როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი კლუბი ხარ, კვარაცხელია უნდა დაიმატო #1TVSPORT
„როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი, „ლივერპული“ ხარ, საუკეთესო მოთამაშეებს უნდა ეძებდე. ხვიჩა კვარაცხელია ალბათ ამჟამად მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მარჯვენა ვინგერია. შეძლებენ კი მის დარწმუნებას, რომ ჩვენთან გადმოვიდეს?“ – ამბობს „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი დენი მერფი AceOdds-სთან ინტერვიუში.
„არაერთხელ ვნახეთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელებს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში და ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თამაში სურთ. მე კვარას დამატებას შევეცდებოდი.
შეიძლება ქართველმა იმდენი გოლი არ გაიტანოს, რამდენიც მოჰამედ სალაჰმა, მაგრამ იმედებს არ გაგიცრუებს, რადგან მართლაც ძალიან კარგია“.