„ლივერპულის" ფანებმა „მანჩესტერ სიტის" ავტობუსს შეუტიეს [ვიდეო]
„ლივერპულის" ფანებმა „მანჩესტერ სიტის" ავტობუსს შეუტიეს [ვიდეო]

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ რთული მომენტის გადატანამ მოუწიათ.

ენფილდის” სტადიონთან მისულ “სიტის” ავტობუსს “ლივერპულის” გულშემატკივრებმა ბოთლები ესროლეს.

ამის გამო, ჩაიმსხვრა ერთი ფანჯარა და მატჩის შემდეგ, მანჩესტერულ კლუბს სხვა ავტობუსის გამოყენება დასჭირდა.

მოგვიანებით, “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ “მანჩესტერ სიტის” მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა.

„გულწრფელად ბოდიშს ვუხდით ხოსეპ გვარდიოლას, მის მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურ პირებს, რომლებსაც შეეხოთ ეს ინციდენტი. ზოგიერთი გულშემატკივრის ქცევა მიუღებელია, ამიტომაც კლუბი აპირებს პოლიციასთან თანამშრომლობას იმის გასარკვევად, ვინ უნდა აგოს მომხდარზე პასუხი“, – აღნიშნულია “ლივერპულის” ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

დატოვე კომენტარი