„ლივერპული“ შობოშლაის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს იხდის #1TVSPORT
„ლივერპული“ შობოშლაის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს იხდის #1TVSPORT

„ლაიპციგის“ ნახევარმცველი დომინიკ შობოშლაი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს.

როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი ფილიპ ჰინცე წერს, „ლივერპული“ გადაიხდის 22 წლის უნგრელის კონტრაქტში ჩაწერილ გამოსასყიდ თანხას, რომელიც 70 მილიონ ევროს შეადგენს. მერსისაიდულმა კლუბმა უკვე აცნობა ამის შესახებ „ლაიპციგს“. „ლივერპულს“ არ ექნება პრობლემა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებაზე.

2022-23 წლების სეზონში შობოშლაიმ 46 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.