„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიუახლოვდა
„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიუახლოვდა

„ლივერპულსა“ და „რომას“ შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი გაიმართა.

ენფილდზე“ მასპინძელმა გუნდმა 5 გოლი გაიტანა, მაგრამ მიწურულს ორი გოლი მიიღო საკუთარი კარში და 5:2 მოიგო.

პირველ ტაიმში მოჰამედ სალაჰმა დუბლი შეასრულა. ეგვიპტელს მეორე ტაიმშიც ჰქონდა დუბლი, ოღონდ შედეგიანი გადაცემები მისი პასებით რობერტო ფირმინომ და სადიო მანემ გაიტანეს. ბოლო გოლი რომაელთა კარში იმავე რობერტო ფირმინომ გაიტანა.

81-ე წუთზე ედინ ჯეკომ გაქვითა ერთი ბურთი, ოთხი წუთში კი „რომამ“ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც დიეგო პეროტიმ გაიტანა.

განმეორებითი მატჩი 2 მაისს, რომში გაიმართება.