"ლივერპული" 16 მატჩია არ აგებს, "მანჩესტერი" მეორე ადგილზე დაბრუნდა
"ლივერპული" 16 მატჩია არ აგებს, "მანჩესტერი" მეორე ადგილზე დაბრუნდა

ინგლისის პრემიერლიგაში 22-ე ტური დაიწყო. ისევ წაუგებელია “ლივერპული”, რომელიც სტუმრად შესუსტებული შემადგენლობით ეთამაშა “ბარნლის” – მცირე ტრავმების გამო, მოედანზე არ იყვნენ მოჰამედ სალაჰი და ფილიპე კოუტინიო.

მიუხედავად ამისა, 61-ე წუთზე “ლივერპული” სადიო მანეს გოლით წინ გავიდა. ეს ბურთი “ბარნლიმ” 87-ე წუთზე გაქვითა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 94-ე წუთზე “ლივერპულს” გამარჯვება რაგნარ კლავანმა მოუტანა – 2:1. კლავანი პირველი ესტონელია პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც ინგლისის ჩემპიონატში გოლი გაიტანა.

“ლივერპულის” წაუგებელმა სერიამ ყველა ტურნირზე 16 მატჩს (11 მოგება, 5 ფრე) მიაღწია. ამ გუნდის ბოლო მარცხი 2017 წლის 22 ოქტომბრით თარიღდება. იურგენ კლოპის გუნდი 44 ქულით მეოთხე ადგილზეა.
სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც სტუმრად 2:0 დაამარცხა “ევერტონიმარსიალისა და ლინგარდის გოლებით. ჟოზე მოურინიოს გუნდი 47 ქულით მეორე ადგილზე დაბრუნდა.