Live ამბები | შვედეთი-საქართველო - იბრაჰიმოვიჩის კლასი და პასი [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს შვედეთის ქალაქ სოლნაში „ფრენდს არენაზე“ მართავს.

მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე:

 

შვედეთი-საქართველო, სასტარტო შემადგენლობები:

შვედეთი (4-4-2): ნორდფელდტი – ლუსტიგი, ლინდელიოფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი – კულუშევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლაესონი – ისაკი, იბრაჰიმოვიჩი.

საქართველო (4-3-2-1): ლორია – ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია – ლობჟანიძე, კვარაცხელია – ქვილითაია.

 

საქართველოს ეროვნული ჰიმნი:

I ტაიმი

14′ წუთი. გიორგი ქვილითაია კონტრიერიშის შემდეგ შვედების საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ იოლად მიიღო.

14′ წუთი. საპირისპირო იერიში შვედებსაც სახიფათო გამოუვიდათ – დეიან კულუშევსკიმ საჯარიმოს კუთხიდან ძლიერად დაარტყა. ლორიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

25′ წუთი. ალექსანდერ ისაკი ახლოს იყო გოლის გატანასთან, თუმცა გიორგი ლორიამ მეორედ გადაარჩინა საქართველო გოლს.

35′ წუთი. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საქმე მაინც გააკეთა – ეფექტური გადაცემა კლაესონმა გოლად აქცია. 1:0 – დაწინაურდნენ მასპინძლები.

პირველი ტაიმი შვედეთმა მინიმალური სხვაობით მოიგო.

II ტაიმი

46′ წუთი. კვარაცხელია კიტეიშვილმა შეცვალა.

54′ წუთი. მსაჯმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააფრთხილა.

58′ წუთი. ოლსონმა ყვითელი ბარათი მიიღო.

60′ წუთი. კვეკვესკირი გვილიამ შეცვალა.

60′ წუთი. კანკავა გვილიამ შეცვალა.

64′ წუთი. აუგუსტინსონმა უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

68′ წუთი. ოლსონი ეკდალმა შეცვალა.

73′ წუთი. ეკდალი სვანბერგმა შეცვალა.

74′ წუთი. კლაესონი ფორსბერგმა შეცვალა.

78′ წუთი. ლობჟანიძე ბერიძემ შეცვალა.

82′ წუთი. საქართველოს ნაკრების ყველაზე სახიფათო შეტევა – შენგელიას ცაციათი დარტყმული ბურთი შვედების მეკარემ მოიგერია.

84′ წუთი. იბრაჰიმოვიჩი ქუაისონმა შეცვალა.

84′ წუთი. ქვილითაია მიქაუტაძემ შეცვალა.

84′ წუთი. ლუსტიგი კრაფთმა შეცვალა.

90+5′ წუთი. დვალმა ყვითელი ბარათი მიიღო.