Live ამბები | საბერძნეთი-საქართველო - ხვიჩა კვარაცხელიას სლალომი და 1:1 [ვიდეო] #1TVSPORT
Live ამბები | საბერძნეთი-საქართველო - ხვიჩა კვარაცხელიას სლალომი და 1:1 [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საბერძნეთს სტუმრობს.

 

სასტარტო შემადგენლობები

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი – ბაკაკისიპაპადოპულოსიცაველასიიანულისი – ზეკაბაკასეტასიბუხალაკისი – ზოლისიპავლიდისიფორტუნისი

საქართველო (4-3-3): ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – აბურჯანია, კანკავა – კვარაცხელია, კიტეიშვილი, ლობჟანიძე – ზივზივაძე

 

საქართველოს ეროვნული ჰიმნი

 

I ტაიმი

15′ წუთი. აბურჯანიამ უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

28′ წუთი. მატჩის პირველი წუთების პასიურად ჩატარების შემდეგ საქართველოს ნაკები გააქტიურდა და ყველაზე რეალური მომენტი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა. მან საჯარიმო მარცხნიდან მარცვნივ გადაკვეთა, თუმცა მის დარტყმულს ბერძენი მცველი ცაველასი გადაეღობა.

42′ წუთი. ტრავმირებული ბაკაკისი მავრიასმა შეცვალა.

 

II ტაიმი

46′ წუთი. ძოლისი ლიმნიოსმა შეცვალა.

58′ წუთი. ზივზინაძესთან ორთაბრძოლისას წესების დარღვევის გამო ფორტუნისმა ყვითელი ბარათი მიიღო.

61′ წუთი. მოედნის ცენტრში უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო ოთარ კიტეიშვილმა.

63′ წუთი. ზივზივაძე ქვილითაიამ შეცვალა.

67′ წუთი. საკუთარ საჯარიმოსთან კიტეიშვილის წინააღმდეგ ძალიან იუხეშა პაპადოპულოსმა, რის გამოც ყვითელი ბარათი დაიმსახურა. საჯარიმო დარტყმა აბურჯანიამ შეასრულა, რომლის დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

76′ წუთი. ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაეჭრა ოთარ კაკაბაძეს.

78′ წუთი. კვარაცხელიამ მარცხელა ფლანგზე გაილაღა და 1:1.