ლიუ ჰუი - ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება
ლიუ ჰუი - ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება

ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, საქართველოდან ჩინეთში უფრო მეტი ღვინო გავიდეს, – ამის შესახებ ევრაზიის რეგიონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლიუ ჰუიმ განაცხადა.

ქართული ღვინის შესახებ ლიუ ჰუიმ  თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, ერთ-ერთ პანელზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, შანხაიში ჩინეთის მეორე ექსპორტ-იმპორტის გამოფენა გაიმართება, რომელიც მსოფლიოში იმპორტზე ორიენტირებული უდიდესი პლატფორმაა.

„შარშან ამ გამოფენაში დაახლოებით 170 ქვეყნის და რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა. იმედი გვაქვს, საქართველო მონაწილეობას მიიღებს გამოფენაში და გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, კიდევ უფრო განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. შარშან გამოფენისას ჩინეთის ეროვნულმა ტელევიზიამ რეპორტაჟი მოამზადა საქართველოსა და ქართულ ღვინოზე, რასაც ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინელები უკვე იცნობენ საქართველოსა და ქართულ ღვინოს“, – განაცხადა ლიუ ჰუიმ.