ლიტვის საგარეო უწყება - მივესალმებით ვიზალიბერალიზაციის წლისთავს და საქართველოს მთავრობის მხრიდან დარღვევების წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ქმედებებს
ლიტვის საგარეო უწყება - მივესალმებით ვიზალიბერალიზაციის წლისთავს და საქართველოს მთავრობის მხრიდან დარღვევების წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ქმედებებს

ევროკავშირის კარი ღიაა კეთილსინდისიერი მოგზაურებისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ვიზალიბერალიზაციის ერთი წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მივესალმებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ერთი წლისთავს! ევროკავშირი და საქართველო ერთმანეთთან ახლოს არიან, როგორც არასდროს. ადამიანებს შორის უფრო მეტი კონტაქტი, მეტი პროგრესი, მეტი ინოვაცია, მეტი თავისუფლება. ევროკავშირის კარი ღიაა კეთილსინდისიერი მოგზაურებისთვის! მივესალმებით საქართველოს მთავრობის მხრიდან დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართულ ყოვლისმომცველ ქმედებებს“, – ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.