ლიტვაში ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი გაიხსნება
ლიტვაში ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი გაიხსნება

ლიტვაში ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი გაიხსნება. ამის შესახებ ნემცოვის ფონდის წარმომადგენელმა, ვლადიმირ კარა-მურზამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართული კენჭისყრის შემდეგ, Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსი პოლიტიკოსის სახელი რუსეთის საელჩოს წინ არსებულ რეკრეაციულ ზონას დაერქმევა.

„როდესაც ჩვენ ამ ადგილს ნემცოვის სახელს დავარქმევთ, ეს არ იქნება მხოლოდ კონკრეტული ადამიანის მიმართ არსებული პატივისცემა. რეკრეაციული ზონისთვის მისი სახელის შერქმევა თანამედროვე დემოკრატრიული წინააღმდეგობის სიმბოლო იქნება“,- განაცხადა სხდომის დროს ვილნიუსის მერმა, რემიგიუს შიმანიუსმა.

მსგავს ხერხს რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მიმართეს. ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ არსებულ მოედანს ბორის ნემცოვის სახელი დაარქვეს. ცერემონია პოლიტიკოსის სიკვდილის სამი წლისთავზე გაიმართა.

რუსი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი 2015 წელს, მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში მოკლეს.