ლიტვა უკრაინას იარაღით და საბრძოლო მასალებით მოამარაგებს
ლიტვა უკრაინას იარაღით და საბრძოლო მასალებით მოამარაგებს

ლიტვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა უკრაინას იარაღით და საბრძოლო მასალებით მოამარაგებს.

საუბარია ორი მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალებზე და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებზე.

ლიტვის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი აცხადებს, რომ იარაღის გადაცემა იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც უკრაინა ლიტვიდან ქვეყნის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად და თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად იღებს.

უკრაინას ლიტვამ იარაღი და საბრძოლო მასალები პირველად 2014 წელს გადასცა.