ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ფინალისტების ვინაობა ცნობილია

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ კონფიდენციალურმა ჟიურიმ 6 ნომინაციაში 2018 წლის ფინალისტები დაასახელა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წლიდან არსებობს. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემა. თავდაპირველად პრემია 5 ნომინაციას მოიცავდა. წელს ნომინაციას „წლის საუკეთესო რომანი/ პროზაული კრებული“ დამოუკიდებელ ნომინაციად გამოეყო „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“.

მხოლოდ პრემია „ლიტერასნომინაციაშია საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინის ნომინაცია.

პრემიით დაჯილდოების ცერემონია 7 ივნისს მწერალთა სახლში გაიმართება.

წლევანდელი ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო რომანი
1. ნაირა გელაშვილი, „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“, გამომცემლობა „კავკასიური სახლი“
2. ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
3. ლაშა იმედაშვილი, „ზორო“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
4. დავით გაბუნია, „დაშლა“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
5. გაგა ნახუცრიშვილი, „ზამთრის ზღვა“ გამომცემლობა „ინტელექტი“
6. გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და კავა“, გამომცემლობა „ინტელექტი“
7. ნატო დავითაშვილი „ მთვარის შვილობილები“, ქარჩხაძის გამომცემლობა

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
1.თეონა დოლენჯაშვილი, „პერსონალური ქრისტე“, გამომცემლობა „ინტელექტი“
2. ბექა ქურხული , „სკანდარა და სხვა მოთხრობები“ გამომცემლობა „ინტელექტი“
3. მაკა ჯოხაძე, „ფიჭვები უდაბნოში“, გამომცემლობა „ინტელექტი“
4. ნათია როსტიაშვილი, „სუნთქვის შემგროვებელი“ გამომცემლობა „ინტელექტი“
5. ლადო კილასონია, „სილვერი“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
6. ვანო ჩხიკვაძე „კუტი“,გამომცემლობა „გრიფონი“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული
1.ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა“ გამომცემლობა „ინტელექტი“
2. ლელა სამნიაშვილი, „37“,გამომცემლობა „ინტელექტი“
3. სოსო მეშველიანი Arboles Altos ,გამომცემლობა „ინტელექტი“
4. ბელა ჩეკურიშვილი „სიშიშვლის დეტექტორი“ გამომცემლობა „ინტელექტი“
5. ნანა გასვიანი „რაც მზის წინ იყო“ , გამომცემლობა „ინტელექტი“
6. პაატა შამუგია „დედა ენა“ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
7. ალექსანდრე ლორთქიფანიძე „მოწითალო და მოშავო“ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
1.გელა ჩარკვიანი „ნაგერალა 2“ გამომცემლობა „ინტელექტი“
2.თამთა მელაშვილი „თქმული და უთქმელი ისტორიები – გერმანელები საქართველოში , გამომცემლობა„ინტელექტი“
3. ირაკლი კაკაბაძე, „სიყვარულის დოქტრინა“ , გამომცემლობა „ინტელექტი“
4. ნინო ლეჟავა , „კალენდულა და ლურჯი ღილი“, სოვლაბი
5. გიორგი კალანდია „ სამი ქართული ამბავი“, გამომცემლობა „პალიტრაL