ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2020 წლის ფინალისტები ცნობილია

01:05, 20.09.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია.

კონფიდენციალურმა ჟიურიმ ფინალისტები ექვს ნომინაციაში დაასახელა. წლევანდელი ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი

1. ნათია ზარანდია ჯეფ ვანდერმირის წიგნისთვის „ანიჰილაცია“, გამომცემლობა „პალიტრა L“.

2. ნინი ფალავანდიშვილი წიგნისთვის „საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში“, „სულაკაურის გამომცემლობა“;

3. თინათინ ჩხიკვიშვილი ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე – ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

4. ია გაბუნია მიშა ბახსოლიანის წიგნისთვის „კანიბალიადა“, „სულაკაურის გამომცემლობა“;

5. გურამ წიბახაშვილი წიგნისთვის „ზამთარი გადატანილია“, გამომცემლობა „ინდიგო“;

6. ია გაბუნია კოკა არჩვაძის წიგნისთვის „ჩინური დღიური“, „სულაკაურის გამომცემლობა“.

წლის საუკეთესო დებიუტი

1. მაია ცირამუა – „მშვიდობით, ძია გერშვინ!“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

2. დათია ბადალაშვილი – „ფიჭვები შორს იყო“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

3. ნინი ელიაშვილი – „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

4. დათო ჯიქია – „კაკაფონია“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

5. სოფო კუბლაშვილი – „ოკრიბის ღმერთი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

6. ლექსო ქურხული – „მეწამული პლანეტა მარსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

საუკეთესო დოკუმენტური პროზა

1. გიორგი არქანია, გიგი გიოშვილი, ელენე ჭირაქაძე, ქეთევან სიხარულიძე, თინათინ ბიკაშვილი, ვიტალი მაჭავარიანი, ევგენი ჭანიშვილი – „440 დღე საქართველოს დამოუკიდებლობამდე“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

2. კახა თოლორდავა – „გაუზავებლად“, „სულაკაურის გამომცემლობა“;

3. გიორგი მაისურაძე – „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

4. შორენა ლებანიძე – „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“, გამომცემლობა „არტანუჯი“.

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

1. გიორგი ეკიზაშვილი – „შორეული ჰანგები“, გამომცემლობა „აგორა“;

2. შოთა იათაშვილი – „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

3. ნატო ინგოროყვა – „სადგურებს შორის“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

1. ბესიკ ხარანაული – „დიდი სმა“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

2. ეკა ქევანიშვილი – „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

3. ჯანა ამირეჯიბი – „მე – ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

4. სალომე მაკარიძე – „152“, გამომცემლობა „მეფე“;

5. კოკა არჩვაძე – „ჩინური დღიური“, „სულაკაურის გამომცემლობა“.

წლის საუკეთესო რომანი

1. ანა კორძაია-სამადაშვილი – „ზინკა ადამიანი“, „სულაკაურის გამომცემლობა“;

2. მიშა ბახსოლიანი – „კანიბალიადა“, „სულაკაურის გამომცემლობა“;

3. ირაკლი სამსონაძე – „ქელეხი – ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

4. ბესო სოლომანაშვილი – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი​ დასახვრეტებისა“, „სულაკაურის გამომცემლობა“.

2016-2019 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა​ ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნიკა ლაშხია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები.

მსგავსი