ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა „ალექსანდრე ყაზბეგი - სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი“ გაიმართება
ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა „ალექსანდრე ყაზბეგი - სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი“ გაიმართება

14 მარტს ლიტერატურის მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას „ალექსანდრე ყაზბეგი – სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე ყაზბეგთან, მის ოჯახთან, სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმთან, ხევთან, მის სიძველეებსა და ყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა- საარქივო ფოტოები, რომლებიც  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერვნულ სააგენტოში, სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ლიტერატურის მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.

გამოფენაზე ექსპონირებული იქნება ალექსანდრე ყაზბეგის მემორიალური ნივთები, მწერლის ხელნაწერები და წიგნები. ასევე სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში დაცული ხევისა და მოხევეთა ყოფის ამსახველი ექსპონატები.