ლიტერატურაში ნობელის პრემია ოლგა ტოკარჩუკს და პიტერ ჰანდკეს გადაეცათ
ლიტერატურაში ნობელის პრემია ოლგა ტოკარჩუკს და პიტერ ჰანდკეს გადაეცათ

ნობელის პრემია ლიტერატურაში პოლონელ ავტორ ოლგა ტოკარჩუკს და ავსტრიელ მწერალ პიტერ ჰანდკეს გადაეცათ. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

როგორც ცნობილია, პიტერ ჰანდკემ ლიტერატურაში ნობელის პრემია გავლენიანი ნამუშევრისთვის დაიმსახურა. ავტორმა ადამიანური გამოცდილების სპეციფიკა და პერიფერიები გამოიკვლია. შედეგად, ის 2019 წლის ნობელის პრემიის მფლობელი გახდა.

2017 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემია ბრიტანელმა მწერალმა, კაძუო იშიგურომ დაიმსახურა. 2016 წელს კი პრესტიჟული პრემია მუსიკოს ბობ დილანს გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ნობელის პრემიის ისტორიაში ლიტერატურის დარგში პრესტიჟული პრემია მხოლოდ 14 ქალ მწერალს აქვს მიღებული.

ოლგა ტოკარჩუკი და პიტერ ჰანდკე 2018 და 2019 წლების ლაურეატები არიან. როგორც ცნობილია, გასულ წელს აგორებული სკანდალის გამო, შვედეთის აკადემიას ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი არ დაუსახელებია. აკადემიის წევრის მეუღლე თვრამეტმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.