ლისისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელები მერიასთან აქციას მართავენ
ლისისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელები მერიასთან აქციას მართავენ

სოფელ ლისისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების მფლობელები თბილისის მერიის წინ აქციას მართავენ.

მიწის მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მიწებზე, რომლებსაც წლებია, ფლობენ, დედაქალაქის ახალი გენერალური გეგმის თანახმად, მშენებლობის უფლება გაუუქმდათ, რადგან ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა.

მიწის მესაკუთრეები აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა შესთავაზა, თუმცა, მათივე თქმით, მუნიციპალიტეტმა ჯერ საკითხის გადაწყვეტა გააჭიანურა, რამდენიმე კვირის წინ კი მიწების გამოსყიდვა მინიმალურ ფასად შესთავაზა, რაც მოქალაქეთა განცხადებით, მათთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეები მერიისგან ადეკვატურ შეთავაზებას ან სტატუსის საკითხის მოგვარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ასევე თბილისის მერ კახა კალაძესთან პირადად შეხვედრა და პრობლემაზე საუბარი მოითხოვეს.